იაგო ხვიჩია: ამ სპექტაკლს, რომელიც ახლა მიმდინარეობს, ჩემი აზრით, არანაირი კავშირი არ აქვს სოლიდარობის გამოხატვასთან

იაგო ხვიჩია: ამ სპექტაკლს, რომელიც ახლა მიმდინარეობს, ჩემი აზრით, არანაირი კავშირი არ აქვს სოლიდარობის გამოხატვასთან

ჩემთვის ამ პროცესმა ინტერესი დაკარგა იქიდან გამომდინარე, რომ მანამდე სერიოზულობა დაიკარგა როგორც მმართველი პარტიის მხრიდან, ისე ოპოზიციის მხრიდანაც, - ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის შესახებ საუბრისას განაცხადა.

„ვფიქრობთ, რომ სოლიდარობა სხვანაირად უნდა გამოვხატოთ უკრაინელი ხალხის მიმართ. რითაც შეგვეძლება, ყველა ჩვენი საშუალებით დავაფიქსირებთ სოლიდარობას. ამ სპექტაკლს, რომელიც ახლა მიმდინარეობს, ჩემი აზრით, არანაირი კავშირი არ აქვს სოლიდარობის გამოხატვასთან, უფრო შიდაპოლიტიკური ბრძოლის ნაწილია - ვინ უფრო მამაცია და ვის უფრო გულმხურვალედ უყვარს უკრაინელი ხალხი და მიგვაჩნია, რომ ამ პროცესში მონაწილეობა საჩვენო საქმე არაა”,- აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.

საპარლამენტო პარტიებმა უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის ტექსტზე კონსენსუსს ვერ მიაღწიეს, რის გამოც რეზოლუციის პროექტს საპარლამენტო უმრავლესობა დამოუკიდებლად დაარეგისტრირებს. თავის მხრივ, უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის საკუთარი პროექტი „ევროპელმა სოციალისტებმაც“ წარადგინეს.