სერგეი ლავროვი:  თუკი ეს დამოკიდებულია რუსეთზე, ომი არ იქნება, მაგრამ არ დავუშვებთ ჩვენი ინტერესების გათელვას

სერგეი ლავროვი: თუკი ეს დამოკიდებულია რუსეთზე, ომი არ იქნება, მაგრამ არ დავუშვებთ ჩვენი ინტერესების გათელვას

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ აშშ-სა და ნატო-ს მიერ რუსეთისთვის გაგზავნილი წერილობითი პასუხები მოსკოვს მთავარ პრობლემასთან - ნატო-ს გაფართოების საკითხთან- დაკავშირებით არ აკმაყოფილებს.

„კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ: ახლა ვსწავლობთ პასუხს, რომელიც მივიღეთ. პირველი შეფასებები უკვე გავაჟღერეთ. ის საერთოდ არ გვაკმაყოფილებს მთავარ პრობლემაზე: რატომ არ ასრულებს დასავლეთი თავის ვალდებულებებს უსაფრთხოების შესახებ და უგულვებელყოფს ჩვენს ინტერესებს?“- განაცხადა ლავროვმა რუსულ მედიასთან საუბარში.

ამასთან, რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა, რომ რუსეთს ომი არ სურს, თუმცა არ დაუშვებს მისი ინტერესების იგნორირებას.

„თუკი ეს დამოკიდებულია რუსეთზე, ომი არ იქნება. ჩვენ არ გვინდა ომები, მაგრამ ასევე არ დავუშვებთ ჩვენი ინტერესების გათელვასა და იგნორირებას “, - აღნიშნა ლავროვმა.