სანამ საქართველოში უკრაინის მხარდაჭერის რეზოლუციაში თითოეულ წინადადებას ვწონით, ჯამბაზი ზელენსკის გენერალური პროკურორი ირინა ვენედიქტოვა, ძებნილ ზურაბ ადეიშვილთან ერთად მართავს შეხვედრას

სანამ საქართველოში უკრაინის მხარდაჭერის რეზოლუციაში თითოეულ წინადადებას ვწონით, ჯამბაზი ზელენსკის გენერალური პროკურორი ირინა ვენედიქტოვა, ძებნილ ზურაბ ადეიშვილთან ერთად მართავს შეხვედრას

,,სანამ საქართველოში უკრაინის მხარდაჭერის თემების გამო, ხელისუფლებას ნაცოპოზიციის მხრიდან ლამის ომი აქვს გამოცხადებული და ჩვენ თითოეულ წინადადებას ვწონით რეზოლუციაში, სტრატეგიული მოკავშირის ინტერესები რომ არ დავაზიანოთ და რაიმე მაპროვოცირებელი წინადადება არ გაგვეპაროს - ეს "მეკავშირე" აგრძელებს საქართველოსთან მიმართებაში ღია, მიზანმიმართულ და გამომწვევ პროვოკაციებს. “ - ასე ეხმიანება ექსპერტი დავით ქართველიშვილი უკრაინის გენერალური პროკურორი ირინა ვენედიქტოვასთან შეხვედრაზე ძებნილი ზურაბ ადეიშვილის გამოჩენას. 

,,სანამ საქართველოში უკრაინის მხარდაჭერის თემების გამო, ხელისუფლებას ნაცოპოზიციის მხრიდან ლამის ომი აქვს გამოცხადებული და ჩვენ თითოეულ წინადადებას ვწონით რეზოლუციაში, სტრატეგიული მოკავშირის ინტერესები რომ არ დავაზიანოთ და რაიმე მაპროვოცირებელი წინადადება არ გაგვეპაროს - ეს "მეკავშირე" აგრძელებს საქართველოსთან მიმართებაში ღია, მიზანმიმართულ და გამომწვევ პროვოკაციებს. 
ჯამბაზი ზელენსკის გენერალური პროკურორი ირინა ვენედიქტოვა "გაფართოების და კეთილმეზობლობის საკითხებში" ევროკომისარ ოლივერ ვარხელისთან გუშინდელ შეხვედრაზე, მოლაპარაკებების მაგიდასთან დემონსტრაციულად უთმობს ადგილს საქართველოში ძებნილ და დაუსწრებლად მსჯავრდებულ ზურაბ ადეიშვილს. მსგავსი არამეგობრული, გამომწვევი და დამცინავი ნაბიჯების ფონზე, მართლაც რწმუნდები, რომ როგორც ჩანს უკრაინის ხელისუფლებას არც არანაირი პრობლემები არ ემუქრება. ყოველ შემთხვევაში იმ დონის, მათ მიერ აწ უკვე მერამდენედ შეურაცხყოფილ საქართველოში  უკრაინის ხელისუფლებაზე გადაჭარბებული ზრუნვა, შეშფოთება თუ წუხილი რომ გამოვხატოთ.” - წერს ქართველიშვილი facebook -ზე.