ლევან ნიკოლეიშვილი ნაცმოძრაობაზე: მათმა ბელადმა და სულიერმა ლიდერმა სულ მექრთამე და კორუფციონერი უწოდა და საშინელი სიტყვებით ლანძღა უკრაინის ელჩი, ახლა გაუჩნდათ ელჩთან შეხვედრის სურვილი?

ლევან ნიკოლეიშვილი ნაცმოძრაობაზე: მათმა ბელადმა და სულიერმა ლიდერმა სულ მექრთამე და კორუფციონერი უწოდა და საშინელი სიტყვებით ლანძღა უკრაინის ელჩი, ახლა გაუჩნდათ ელჩთან შეხვედრის სურვილი?

"ნაციონალური მოძრაობის" უთავმოყვარეობას და „პრინციპულობას“ საზღვარი არ აქვს, მათი თითოეული ქმედება ამის ყოველდღიური დადასტურებაა - ასე ეხმიანება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში უკრაინის ელჩთან „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების შეხვედრებს. 

ნიკოლეიშვილი იხსენებს, რომ ნაცმოძრაობის „ბელადმა და სულიერმა ლიდერმა სულ მექრთამე და კორუფციონერი უწოდა და საშინელი სიტყვებით ლანძღა უკრაინის ელჩი.

"ნაციონალური მოძრაობის" უთავმოყვარეობას და „პრინციპულობას“ საზღვარი არ აქვს., ეს ახალი არავისთვის არ არის. მათი თითოეული ქმედება ამის ყოველდღიური დადასტურებაა....მაგალითად, როცა გუშინ უკრაინის ელჩთან დამწუხრებული მალვინას სახით შედიოდნენ....ჯერ იყო და მათმა ბელადმა და სულიერმა ლიდერმა სულ მექრთამე და კორუფციონერი უწოდა და საშინელი სიტყვებით ლანძღა უკრაინის ელჩი. ახლა გაუჩნდათ ელჩთან შეხვედრის სურვილი? მათ ფეხებზე ჰკიდიათ უკრაინაც და ყველაფერი...მთავარია მათთვის ვიწროპარტიული ინტერესები“ - წერს ნიკოლეიშვილი facebook - ზე.