მამუკა არეშიძე: ვესაუბრე ბრიუსელში კოლეგებს და მათ მითხრეს, რომ რეზოლუციის ტექსტი არის ზომიერი, დინჯი და გააზრებული

მამუკა არეშიძე: ვესაუბრე ბრიუსელში კოლეგებს და მათ მითხრეს, რომ რეზოლუციის ტექსტი არის ზომიერი, დინჯი და გააზრებული

დღეს ვესაუბრე ჩემს კოლეგებს ბრიუსელში და რომ არა ეს საუბარი, ალბათ არ დავთანხმდებოდი ეთერში მოსვლას. ჩემთვის ეს საუბარი ერთგვარი ტესტი იყო. მათ თვითონ მითხრეს, რომ წაიკითხეს უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის დრაფტი და ის არის ზომიერი, დინჯი და გააზრებული. ეს არის მათი სიტყვები, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედი LIVE“ პოლიტოლოგმა, მამუკა არეშიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მთავარია არა ტექსტი, არამედ ის, თუ როგორ მოიქცევა მთავრობა, რას ეტყვის ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, მათ შორის ისეთებს, რომლებმაც ნეიტრალიტეტი გამოაცხადეს ან უკრაინის წინააღმდეგ გაილაშქრეს - მაგალითად, უნგრეთის ან ხორვატიის ხელისუფლებას.

„დღეს ვესაუბრე ჩემს კოლეგებს ბრიუსელში და რომ არა ეს საუბარი, ალბათ არ დავთანხმდებოდი ეთერში მოსვლას. ჩემთვის ეს საუბარი ერთგვარი ტესტი იყო. მათ თვითონ მითხრეს, რომ წაიკითხეს უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის დრაფტი და ის არის ზომიერი, დინჯი და გააზრებული. ეს არის მათი სიტყვები. ასეა თუ ისე, არაერთი რეზოლუცია მინახავს, ამიტომ ჩემთვის მთავარია კულუარებში რა კეთდება. სხვათა შორის, ჩვენ მიმართ უკრაინელების ყველაზე აქტიური მხარდაჭერა სწორედ ეს იყო - პირადი კონტაქტების მეშვეობით შევარდნაძემ კუჩმასთან მოაგვარა ის, რომ ვერტმფრენებით დაგვეხმარნენ ლტოლვილების გამოყვანაში. ოპოზიციის არგუმენტები იმისთვისაა, რომ ჭიქაში ქარიშხალი ატეხოს. მთავარია არა ტექსტი, არამედ ის, თუ როგორ მოიქცევა მთავრობა, რას ეტყვის ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, მათ შორის ისეთებს, რომლებმაც ნეიტრალიტეტი გამოაცხადეს ან უკრაინის წინააღმდეგ გაილაშქრეს - მაგალითად, უნგრეთის ან ხორვატიის ხელისუფლებას. ოპოზიციას ეს ძალიან კარგად ესმის, მაგრამ ასეთია ნარატივი“, - აცხადებს მამუკა არეშიძე.

საპარლამენტო პარტიებმა უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის ტექსტზე კონსენსუსს ვერ მიაღწიეს, რის გამოც რეზოლუციის პროექტს საპარლამენტო უმრავლესობა დამოუკიდებლად დაარეგისტრირებს. თავის მხრივ, უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის საკუთარი პროექტი „ევროპელმა სოციალისტებმაც“ წარადგინეს.