,,ის რაც ამ ვიდეოს გადაღებას მოჰყვა, ზუსტადაც რომ თავდასხმაა. თავდასხმა, რომელიც უკან დაუბრუნდა. რამდენი ლარი იყო პრემია?” - წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი გია გაბრიჭიძე.
როგორც გაბრიჭიძე აღნიშნავს, გაუგებარია რა პოლიტიკური ვნებები და იდეოლოგიური განსხვავება უნდა ჰქონდეს პატარა გოგონას, რომ ბავშვს, რომელიც მამასთან ერთად არის, თავს დაესხა?
,,არაფერი. დიახ, არაფერი არ უნდა მოთხოვო გიენებს. არაფრისკენ არ უნდა მოუწოდო სულით და სხეულით მდაბიო ხალხს. არ უნდა იწვალო.
რა პოლიტიკური ვნებები და იდეოლოგიური განსხვავება უნდა ჰქონდეს პატარა გოგონას, რომ ბავშვს, რომელიც მამასთან ერთად არის, თავს დაესხა?
თავს დაესხა ღიმილით, ნაბოზვ@@რულად გადაიღო და ნიკა გვარამიასთან ამით თავი მოიწონო.
ის რაც ამ ვიდეოს გადაღებას მოჰყვა, ზუსტადაც რომ თავდასხმაა. თავდასხმა, რომელიც უკან დაუბრუნდა.
რამდენი ლარი იყო პრემია? ცირკთან უფრო ნაკლებია და "მთავარში" "მუშაობა" ჯობია? სრული ნული!
არ მინდა იმ ვიდეოს განხილვა, რომელიც "მთავარმა" დადო და მერე აიღო. არ მინდა, იმიტომ რომ სიბინძურესთან შეხება ცუდია. ცოდოა იმ "სკანდალური" ვიდეოს ავტორი. ძალიან ცოდოა.” - წერს გაბრიჭიძე facebook -ზე.