ეს მათი არჩევანია - თენგიზ თევზაძე მისი ოჯახის წევრების მიერ ნაცმოძრაობისთვის შემოწირულობაზე

ეს მათი არჩევანია - თენგიზ თევზაძე მისი ოჯახის წევრების მიერ ნაცმოძრაობისთვის შემოწირულობაზე

თეა თევზაძე არის ჩემი ოჯახის წევრი, დავით თევზაძე მამაჩემი, თემური თევზაძე ბაბუაჩემი, თუ მათ რაიმე პოლიტიკური გემოვნება და გადაწყვეტილება მიიღეს, ეს მათი არჩევანია - ასე პასუხობს ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატი თენგიზ თევზაძე ნაცმოძრაობისთვის მისი ოჯახის წევრების მიერ შემოწირულობის შესახებ დასმულ კითხვას. 

როგორც თენგიზ თევზაძემ განაცხადა, ოჯახის წევრის პოლიტიკური გემოვნება არ ნიშნავს იმას, რომ სხვა ოჯახის წევრი სადმე არ უნდა იყოს არჩეული.

„თეა თევზაძე არის ჩემი ოჯახის წევრი, დავით თევზაძე არის მამაჩემი, თემური თევზაძე არის ბაბუაჩემი. თუ მათ რაიმე პოლიტიკური გემოვნება და გადაწყვეტილება მიიღეს ეს მათი არჩევანია. ის, თუ რომელიმე ადამიანის ოჯახის წევრს აქვს შესაბამისი პოლიტიკური გემოვნება ეს არ ნიშნავს იმას, რომ სხვა ოჯახის წევრი სადმე არ უნდა იყოს არჩეული“  - განაცხადა თენგიზ თევზაძემ.

petrekupry ჩვეულებრივი ნაცია, თან ოჯახით - ნაცი! ალბათ იამაყებს, მამაჩემიც და ბაბუაჩემიც ნაცები არიანო!
3 წლის უკან
თომა წუნკალი!
3 წლის უკან
თომა წუნკალი!
3 წლის უკან
დემეტრე იმედია აღარ დაუშვებენ შეცდომას და ნაცებს (ნაცმიდრეკილებსაც) არ ჩააბარებენ თანამდებობებს, მაგათი გამოსწორება არ იქნება, ეგენი სახელმწიფოებრივად არ აზროვნებენ, არ უყვართ საქართველო!
3 წლის უკან
დემეტრე სიტყვა სამშობლო არ ვახსენე, ასე მგონია, რომ საქართველო მაგათი სამშობლო არ არის :(
3 წლის უკან
amo ამ კაცს უნარების კურსი ჩაბარებული აქვს?
3 წლის უკან