სამწუხაროა, რომ ზოგიერთი ოპიზიციონერი კოლეგა ამ მნიშვნელოვან რეზოლუციაშიც კი, რომელიც ეხება უკრაინას, უფრო მეტად ხედავს საკუთარ თავს, საკუთარი პოლიტიკური ჯგუფის დღის წესრიგს, ვიდრე უკრაინას, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
„აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ მთავარი არსი ამ ტექსტში ასახულია და ამაზე არავინ არ დაობს. რაც შეეხება შინაარსსა და ფორმებს, ვფიქრობ, რომ ეს არის მთავარი პრობლემა. სამწუხაროდ ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენელი დაკავებულია მხოლოდ ფორმებზე ფიქრით, ნაცვლად შინაარსისა და უფრო მეტად ასეთ რეზოლუციებშიც საკუთარი დღის წესრიგს ხედავს, ვიდრე უკრაინისა თუ საქართველოს უსაფრთხოების საკითხებს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
საპარლამენტო პარტიებმა უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის ტექსტზე კონსენსუსს ვერ მიაღწიეს, რის გამოც რეზოლუციის პროექტს საპარლამენტო უმრავლესობა დაარეგისტრირებს.