ალუდა ღუდუშაური თენგიზ თევზაძეს: სად იყავით გულწრფელი, დღეს, როდესაც ამ პარლამენტისგან მხარდაჭერას ითხოვთ თუ მაშინ, როდესაც საჯარო გამოსვლებში ამ პარლამენტს ლეგიტიმაციას უწუნებდით?

ალუდა ღუდუშაური თენგიზ თევზაძეს: სად იყავით გულწრფელი, დღეს, როდესაც ამ პარლამენტისგან მხარდაჭერას ითხოვთ თუ მაშინ, როდესაც საჯარო გამოსვლებში ამ პარლამენტს ლეგიტიმაციას უწუნებდით?

პარლამენტის იურიდიულ კომიტეტში ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატთა მოსმენა მიმდინარეობს. დეპუტატების კითხვებს თენგიზ თევზაძემ უპასუხა.

მმართველი გუნდის წარმომადგენლების მხრიდან კრიტიკული კითხვები ისმოდა. კერძოდ, უმრავლესობის წევრები კანდიდატს სთხოვდნენ განემარტა განცხადებები, რომლებიც მან არასამთავრობო სექტორში მუშაობის დროს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით გააკეთა.

„თქვენ საუბრობთ ლეგიტიმაციის პრობლემაზე პარლამენტთან მიმართებაში. ხომ ვაცნობიერებთ, გაყალბება სხვა რამაა, ლეგიტიმაცია სხვა. ამაზე ვითხოვ პასუხს. სად იყავით გულწრფელი? დღეს, როდესაც ამ პარლამენტისგან მხარდაჭერას ითხოვთ, თუ მაშინ, როდესაც საჯარო გამოსვლებში იძახდით, რომ ამ პარლამენტს თურმე ლეგიტიმაციის პრობლემა ჰქონია და უწუნებდით ლეგიტიმაციას?“, - მიმართა თევზაძეს დეპუტატმა ალუდა ღუდუშაურმა.

თენგიზ ცერცვაძემ დეპუტატების კითხვებს უპასუხა და აღნიშნა, რომ ყოველთვის იყო გულწრფელი.