მეუფე იაკობი: უკრაინაზე რომ ფიქრობთ, მაშინ დაგიჯერებდით, საქართველოზე რომ მანამდე გეფიქრათ, თორემ მათი ტკივილი ჩვენი ტკივილია

მეუფე იაკობი: უკრაინაზე რომ ფიქრობთ, მაშინ დაგიჯერებდით, საქართველოზე რომ მანამდე გეფიქრათ, თორემ მათი ტკივილი ჩვენი ტკივილია

ნუ ვიტირებთ თუ დაგვიჭირეს. როგორ გგონიათ, ტირილს დავიწყებ ან ხალხი რომ გამოდიოდა გამიშვითო, იმას ვიკადრებ რომ გამიშვითო?! გეტყვით, რომ მიხედეთ თქვენს საქმეს, ქვეყანას მიხედეთ. უკრაინაზე რომ ფიქრობთ, მაშინ დაგიჯერებდით, საქართველოზე რომ მანამდე გეფიქრათ, თორემ მათი ტკივილი ჩვენი ტკივილია, - ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა, იაკობმა ბოდბეში, სადღესასწაულო მსახურების შემდეგ, ქადაგებისას განაცხადა.

მეუფე იაკობის თქმით, პატრიარქის დასაცავად ქართველი ერი არასდროს გამოსულა. მას ღმერთი იცავს.

„ჩვენთან ძალით ვაჟკაცობა არავინ არ უნდა დაიწყოს. კარგად გაიხსენეთ, როდესაც ვიღაცები ვაჟკაცობდნენ, როგორ გარბოდნენ მერე ქვეყნიდან. ქართველებმა უნდა ვისწავლოთ საქართველოზე ფიქრი. პატრიარქს რამდენი დამსახურება აქვს ერის წინაშე, პატრიარქის დასაცავად ქართველი ერი არასდროს გამოსულა. ღმერთი იცავს პატრიარქს, ვინც არ უნდა დაესიოს: ყვავ-ყორნები იქნებიან, ჩვენები, თუ გარედან, ვინ ვის რა უნდა დააკლოს.

სასულიერო პირებსაც მოვუწოდებ და ერის ხალხსაც, ერთ კაცსა და ორ კაცს ნუ გააყოლებენ. ვიღაცას დაიჭერენ. რამდენი პატიმარი გვყავს, 300 ათასზე მეტი მისჯილი გვყავდა, 24 ათასზე მეტი ციხეში იჯდა, 400 ათასამდე კაცი იყო გასამართლებული, მაშინ კარგი სასამართლო იყო და დღეს არის ცუდი?! თუ მაშინ არ ვარგოდა სასამართლო. აბა რა ქვეყანა გვქონდა მაშინ აშენებული, უვარგისი სასამართლოს პირობებში სახელმწიფო სახელმწიფოა?! ამიტომ გონიერება მოვიკრიბოთ. ნუ ვიტირებთ თუ დაგვიჭირეს. როგორ გგონიათ, ტირილს დავიწყებ ან ხალხი რომ გამოდიოდა გამიშვითო, იმას ვიკადრებ რომ გამიშვითო?! გეტყვით, რომ მიხედეთ თქვენს საქმეს, ქვეყანას მიხედეთ. უკრაინაზე რომ ფიქრობთ, მაშინ დაგიჯერებდით საქართველოზე რომ მანამდე გეფიქრათ, თორემ მათი ტკივილი ჩვენი ტკივილია.

მაინც და მაინც 9 აპრილი უნდა მოხდეს, რომ ერთობა გვქონდეს?! გავერთიანდეთ მერე მაშინ დავიჯერებ ვიღაცაზე ზრუნავ, თუნდაც ერთ ადამიანზე. ამდენი ქალია ციხეში. იმათ არ რცხვენიათ, გარეთ რომ დარბიან, გამოუშვათ, გამოვუშვათო?! იმდენი ქალია, ჯერ ქალებზე იზრუნეთ. გამოვუშვათ, მერე დაგიჯერებთ. სხვებიც გამოვუშვათ. მე აბსოლუტურად ყველას გავუშვებდი ციხიდან.

ჩვენებსაც მოვუწოდებ, ჭკვიანად იყვნენ, ზედმეტად ნურავის ნუ დავიცავთ. რაღაც პერიოდი მოვითმენთ, არავის არ ვეტყვით, მაგრამ მერე პასუხს შიგნით ჩვენც ყველას მოვთხოვთ. შერიგება პატრიარქმაც იცის და მეც. სხვები რომ ლაპარაკობენ, თქვენ გგონიათ, იციან, რა არის შერიგება?! არ იციან, რა არის შერიგება! შერიგება ხდება სხვანაირად.
დათქმებით, რომ გამოვდივართ ეს არის, ის არის აბსოლუტურად სხვაა. მჯერა, რომ აუცილებლად მოხდება შერიგება ისე, რომ ღირსებაშელახული არავინ დარჩება. დღეს ძალიან ბევრი ღირსებაშელახულად თვლის თავს, ეს უნდა ვიცოდეთ. თუ შენდობაა, სათხოვარი ყველამ ერთმანეთს უნდა ვთხოვოთ. ყველა ვართ დამნაშავეები, ვიღაცებს რაღაცის უფლება მივცეთ. დროზე არ გავაჩერეთ. აკეთეს ისეთი რამე, რისი გაკეთებაც ადამიანისგან, ქართველი კაცისგან არ არის მიზანშეწონილი“, - განაცხადა მეუფე იაკობმა.