გივი მიქანაძე: რეზოლუციის პროექტი ხაზგასმით აჩვენებს საქართველოს განწყობას და საქართველოს გვერდში დგომას მეგობარი უკრაინის სახელმწიფოს მიმართ

გივი მიქანაძე: რეზოლუციის პროექტი ხაზგასმით აჩვენებს საქართველოს განწყობას და საქართველოს გვერდში დგომას მეგობარი უკრაინის სახელმწიფოს მიმართ

ეს არის რეზოლუციის პროექტი, რომელიც კიდევ ერთხელ ხაზგასმით აჩვენებს საქართველოს განწყობას და საქართველოს გვერდში დგომას მეგობარი უკრაინელი ხალხის და უკრაინის სახელმწიფოს მიმართ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა გივი მიქანაძემ განაცხადა.

„ამ ტექსტში ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ საქართველო პატივს სცემს და აღიარებს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, აღიარებს უკრაინის სუვერენიტეტს, დაუშვებლად მიაჩნია უკრაინის მიმართ ნებისმიერი სახის ესკალაცია და ნებისმიერი სახის ესკალაცია, მათ შორის საომარი მოქმედებები და ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ომი იქნას აცილებული“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.

საპარლამენტო პარტიებმა უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის ტექსტზე კონსენსუსს ვერ მიაღწიეს, რის გამოც რეზოლუციის პროექტს საპარლამენტო უმრავლესობა დაარეგისტრირებს.