„რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერის, ხათუნა სამნიძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ იხილოს, თუ ვინ და რა არგუმენტებით ეწინააღმდეგება იმას, რომ უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის ტექსტში ჩაიწეროს კონკრეტული ფორმულირებები და რუსეთის ფედერაცია, როგორც აგრესორი
„თუ „ქართული ოცნება“ თვლის, რომ რუსეთის, ოკუპანტი და აგრესორი ქვეყნის, ხსენება რეზოლუციაში იყო პროვოკაციული, ეს ბევრ რამეზე მეტყველებს - „ქართული ოცნება“ არის დამფრთხალი“, - აცხადებს სამნიძე.
საპარლამენტო პარტიებმა უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის ტექსტზე კონსენსუსს ვერ მიაღწიეს, რის გამოც რეზოლუციის პროექტს საპარლამენტო უმრავლესობა დაარეგისტრირებს.