უკრაინის შსს მშვიდობიანი მოსახლეობისთვის მასშტაბურ წვრთნებს გამართავს

უკრაინის შსს მშვიდობიანი მოსახლეობისთვის მასშტაბურ წვრთნებს გამართავს

უკრაინის შსს მშვიდობიანი მოსახლეობისთვის მასშტაბურ წვრთნებს გამართავს. უწყების ხელმძღვანელის, დენის მონასტირსკის განცხადებით, აქცენტი ფეთქებადსაშიშ ნივთებთან უსაფრთხო მოპყრობის საკითხზე გაკეთდება.

წვრთნებს გამართავენ ინსტრუქტორები, რომლებმაც მანამდე კომპლექსური მომზადება დიდ ბრიტანეთში, აშშ-ში, კანადასა და პოლონეთში გაიარეს.

წვრთნები ქვეყნის რამდენიმე რეგიონში ჩატარდება. გარდა ამისა, შემოწმდება დასახლებულ პუნქტებში სამოქალაქო უსაფრთხოების სისტემა.