მე რომ რომელიმე სკოლაში ფრანგულის მასწავლებლად დავინიშნო, მავანი იმ სკოლის წინ გამართავს აქციებს, არ მოეწონებათ იმ კალმის ფერი, რომლითაც ჩემ მოსწავლეებს საშინაო დავალებას შევუმოწმებ

მე რომ რომელიმე სკოლაში ფრანგულის მასწავლებლად დავინიშნო, მავანი იმ სკოლის წინ გამართავს აქციებს, არ მოეწონებათ იმ კალმის ფერი, რომლითაც ჩემ მოსწავლეებს საშინაო დავალებას შევუმოწმებ

იცით, როგორი შთაბეჭდილება მაქვს, მე რომ ერთ დღეს, დავინიშნო რომელიმე სკოლაში ფრანგულის მასწავლებლად, მავანნი იმ სკოლის წინ დაიწყებენ აქციებს, არ მოეწონებათ იმ კალმის ფერი, რომლითაც ჩემ მოსწავლეებს შევუმოწმებ საშინაო დავალებას, - განაცხადა კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა რადიო „იმედის“ გადაცემაში სტუმრობისას, რითაც გამოეხმაურა მის წინააღმდეგ აგორებულ კამპანიას.

„ესენი არ არიან ადამიანები, რომლებსაც ქართული კულტურა არ აინტერესებთ. მათ არ აინტერესებთ ის საჯარო მოხელეები, რომლები ქართული კულტურისთვის შრომობენ და მუშაობენ, მათ აინტერესებთ მხოლოდ ჩემთან პოლიტიკური ბრძოლა, ოღონდ იარაღი აქვთ დაჟანგებული, ვერ შეარჩიეს ბრძოლის სწორი მეთოდი. რეალური სასაუბრო მათ ჩვენდა სამწუხაროდ არ აქვთ“, - აღნიშნა წულუკიანმა.