არის ბევრი შესაძლებლობა იმისა, რომ ეს ტექსტი შეთანხმდეს და ერთიანი პოზიციით იყოს საგაზაფხულო სესიაზე მიღებული, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გივი მიქანაძემ უკრაინის მხარდამჭერ ერთობლივ რეზოლუციაზე საუბრისას განაცხადა.
„ჩვენ ყოველთვის ვიდექით და ვდგავართ ამ ქვეყნისა და ერის ინტერესების გვერდით. რაც შეეხება უშუალოდ რეზოლუციის ტექსტს, აქ არის ბევრი შესაძლებლობა იმისა, რომ ეს ტექსტი შეთანხმდეს და ერთიანი პოზიციით იყოს საგაზაფხულო სესიაზე მიღებული“, - განაცხადა მიქანაძემ.
24 იანვარს ბიუროს სხდომაზე გადაწყდა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა და ოპოზიცია უკრაინის მხარდამჭერ ერთობლივ რეზოლუციაზე კონსულტაციებს გამართავენ.