50 წელზე უფროსი მოქალაქეები ბუსტერ-დოზის გაკეთების შემდეგ ფინანსურ წახალისებას მიიღებენ

50 წელზე უფროსი მოქალაქეები ბუსტერ-დოზის გაკეთების შემდეგ ფინანსურ წახალისებას მიიღებენ

50 წელზე უფროსი მოქალაქეები ბუსტერ-დოზის გაკეთების შემთხვევაში 100 ლარს მიიღებენ. ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფრომა გიორგი ღიბრაძემ განაცხადა.

საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, „სინოვაკით“ იმუნიზაცია კი 24 მაისიდან.

amo ამ ქვეყანაში კანონმორჩილი (საზოგაოებრივი აზრის პატივისმცემელი) ადამიანი რატომაა ყურადღების მიღმა (დაჩაგრული) ? წავიკითხავ ხოლმე, რომ მავანთ ჯარიმა ან გარკვეული გადასახადი ჩამოეწერა, ამ დროს მე პატიოსნად გადავიხადე. პენსინერმა დროუალად ბუსტერ-დოზაც გავიკეთე და 100 ლარიც დავკარგე. გეკითხებით რ ა ტ ო მ ? თუ სამართალია, მაშინ 50 წელზე უფროს ყველა ბუსტერ-დოზიან მოქალაქეს უნდა გადაეცეს აღნიშნული თანხა.
3 წლის უკან