ნათია გორდაძე: მაშინ, როდესაც „პისიარ“ ტესტითაც უარყოფითი პასუხია, თუმცა სახეზეა რესპირატორული დაავადებების სიმპტომატიკა, პირმა უნდა დაიცვას იზოლაციის პირობები

ნათია გორდაძე: მაშინ, როდესაც „პისიარ“ ტესტითაც უარყოფითი პასუხია, თუმცა სახეზეა რესპირატორული დაავადებების სიმპტომატიკა, პირმა უნდა დაიცვას იზოლაციის პირობები

მაშინ, როდესაც „პისიარ“ ტესტითაც ხდება უარყოფითი პასუხის მიღება, თუმცა სახეზეა რესპირატორული დაავადებების სიმპტომატიკა, პირმა უნდა დაიცვას იზოლაციის პირობები, - განაცხადა ფრიდონ თოდუას სამედიცინო ცენტრის ეპიდემიოლოგმა ნათია გორდაძემ. მისი განმარტებით, „პისიარ“ ტესტირების შემთხვევაშიც შესაძლოა, ცრუ უარყოფითის ალბათობა განიხილებოდეს.

„ხშირია, როდესაც ანტიგენ-ტესტირებით ხდება ცრუ უარყოფითი შედეგის მიღება, თუმცა სახეზეა კლინიკა. ასეთ შემთხვევაში პირმა აუცილებლად უნდა გადააკონტროლოს „პისიარ“ ტესტირებით, ვინაიდან უფრო ზუსტი და ვალიდური შედეგი იყოს მიღებული. მაშინ, როდესაც „პისიარ“ ტესტითაც ხდება უარყოფითი პასუხის მიღება, თუმცა სახეზეა რესპირატორული დაავადებების სიმპტომატიკა, რა თქმა უნდა, პირმა უნდა დაიცვას იზოლაციის პირობები, ატაროს ნიღაბი, ან რესპირატორი, და მოერიდოს გარშემომყოფებს, ვინაიდან, შეიძლება ცრუ უარყოფითის ალბათობაც განიხილებოდეს“, - განაცხადა გორდაძემ.