ხალხი ძალაუფლებისგან ამჩატებულია, ჰგონიათ, რომ ევროპარლამენტარებს აქეთ უნდა შევუღრინოთ - ვერ იაზრებენ, რომ საუბარია სახელმწიფოებრივ, მნიშვნელოვან საკითხებზე

ხალხი ძალაუფლებისგან ამჩატებულია, ჰგონიათ, რომ ევროპარლამენტარებს აქეთ უნდა შევუღრინოთ - ვერ იაზრებენ, რომ საუბარია სახელმწიფოებრივ, მნიშვნელოვან საკითხებზე

ამჩატებულია ხალხი ძალაუფლებისგან და იმ წარწერებისგან, რაც კაბინეტზე თუ სავიზიტო ბარათში აწერია - ეს ხალხი ვერ იაზრებს, რომ აქ საუბარია სახელმწიფოებრივ მნიშვნელოვან საკითხებზე, რომელსაც საუკუნოვანი ისტორია აქვს - ასე პასუხობს „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი, დავით უსუფაშვილი „პალიტრასნიუსი“ გადაცემაში „360 გრადუსი“ დასმულ კითხვას, არის თუ არა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე ხელისუფლების რეაგირება სათანადო.

დავით უსუფაშვილის განცხადებით, ქართულმა ოცნებამ“ „ლელოს“ მიერ ინიცირებულ უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციას მხარი არ დაუჭირა, რადგან ის ოპოზიციისგან იყო ინიცირებული.

„რატომ აგვიანებს ხელისუფლება რეაგირებას? - არაკომპეტენტურობა. ადამიანებს, რომლებსაც ჰგონიათ, რომ ვინაიდან, მთავრობის წევრი ჰქვია, ევროპარლამენტარებს იქეთ უნდა შევუღრინოთ, აქ რა დასასვენებლად ჩამოდიხართ, თქვენ ვინა ხართ საერთოდ, რა ჭკუას გვასწავლით, ჩვენ ხომ რუსთაველის ქვეყანა ვართ? - ამჩატებულია ხალხი ძალაუფლებისგან და იმ წარწერებისგან, რაც კაბინეტზე თუ სავიზიტო ბარათში აწერია, ვერ იაზრებს ეს ხალხი, რომ აქ საუბარია სახელმწიფოებრივ მნიშვნელოვან საკითხებზე, რომელსაც აქვს საუკუნოვანი ისტორია.

ახალი წლის შემდეგ, ბადრი ჯაფარიძე ფრაქციის თავმჯდომარე, სალომე სამადაშვილი, მე პირადად შევხვდით ახალ პარლამენტის თავმჯდომარეს და შევთავაზეთ, ვთხოვეთ, ინიცირებულია პროექტი, დაიქცა ქვეყანა, ვხედავთ სადამდეა მისული. გახსენდებათ ამაზე უფრო ცხელი მოსამზადებელი პერიოდი? საქართველოში შემოჭრა უცებ მოხდა. ვერც კი გაიაზრა მსოფლიომ რა ხდებოდა. ყირიმშიც ასევე მოხდა. ასეთი რაღაცები ხდება, არცერთი დღე არ არის დასაკარგი. აგერაა პროექტი და სწრაფად დავიწყოთ მისი განხილვა საკომიტეტო მოსმენის დონეზე, რომ თებერვალში პირველივე შეკრებაზე მივიღოთ ეს რეზოლუცია. პასუხი იყო, რომ ეს ოპოზიციის ინიცირებულია და უმრავლესობას გაუჭირდება მასზე მხარდაჭერა. ვიკითხეთ, რომელიმე სიტყვა, წინადადება არ მოგწონთ? ერთი ცალი გვითხარით, დაადეთ ხელი. მაგრამ არა, იმიტომ რომ ოპოზიციისა.

ჩვენ არ ვაპირებთ, ასე ზერელედ და ბავშვურად მოვეპყრათ სახელმწიფო მნიშვნელობის საკითხებს და იქვე ვუთხარით, გააკეთეთ ინიცირება პროექტის, თქვენი სტილით იყოს და ჩვენ იმას დავუჭერთ მხარს, ოღონდ სწრაფად ვქნათ ეს ყველაფერი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია არა ის, ვის მიერ იქნება ინიცირებული, არამედ რა წერია და რომ საქართველო ერთსულოვანია“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

დემეტრე ამ კაცს, ნამუსი რომ ქონდეს, სხვას ჭკუას არ დაარიგებდა. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ ნული იყო... არც კომ. პარტიის რიგებში მისი გაწევრიანება დამავიწყდება...
3 წლის უკან
amo სააკაშვილის არ იყოს, იყავით ხომ? წადით, წადით თავი დაგვანებეთ.
3 წლის უკან
sapiqrali იცით როდის დამეკარგა თქვენზე წარმოდგენა? რომ ბრძანეთ-მრცხვენია "ოცნებასთან" რომ ვიდექიო! მაინც როდის გრცხვენოდათ, როცა"ოცნება"მ პარლამენტის თავმჯდომარედ დაგსვათ, თუ როცა თქვენი მეუღლე თავდაცვის მინისტრად დასვა?
3 წლის უკან
დემეტრე safiqrali- მართალი ხართ! თუმცა, თუ დაჭირდა იტყვის, იმიტომ მრცხვენოდა, რომ ღირსი არ ვიყავი ამხელა ნდობის და თანამდებობისო... :)
3 წლის უკან
Maverick ეს საცოდავი რაც უფრო ბერდება, მით უფრო ყ...ევდება!


მიდი უსუფ იბლატავე, რაც მეტს იბლატავებ , მით მეტად დაგერხევა!
3 წლის უკან
Maverick სხვათაშორის!

ბატონო პარლამენტარებო!

ამგვარი პოლიტ ტრიკოსების შემხედვარე, კვლავ აპირებთ საპარლამენტო არჩევნებზე ასეთი უგუნურების პარტიული სიებით პარლამენტის შევსებას?!
3 წლის უკან