გიორგი ვაშაძე: სირაქლემას პოზიცია უკრაინასთან მიმართებაში, დიდი საფრთხის მომტანია საქართველოსთვის - უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ ,,ქართული ოცნება

გიორგი ვაშაძე: სირაქლემას პოზიცია უკრაინასთან მიმართებაში, დიდი საფრთხის მომტანია საქართველოსთვის - უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ ,,ქართული ოცნება" გამოვაფხიზლოთ

ხელისუფლების პოზიცია, რომელიც არის სირაქლემას პოზიცია უკრაინასთან მიმართებაში, არის დიდი საფრთხის მომტანი საქართველოსთვის, - ამის შესახებ ,,სტრატეგია აღმაშენებელის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა უკრაინის ელჩთან შეხვედრის შემდეგ.

როგორც ვაშაძე აცხადებს, ის პრინციპი, რომელიც აქვს უკრაინას, ,,არაფერი უკრაინის შესახებ, უკრაინის გარეშე", უნდა ვრცელდებოდეს საქართველოს მაგალითზეც.

,,მე სულ სამი დღის წინ ჩამოვედი უკრაინიდან და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აქაც, საქართველოშიც ჩვენ დავაფიქსიროთ მხარდაჭერა. ხელისუფლების პოზიცია, რომელიც არის სირაქლემას პოზიცია უკრაინასთან მიმართებაში, ამ უმძიმესი რეგიონალური კატაკლიზმის პირობებში, არის დიდი საფრთხის მომტანი საქართველოსთვის. უკრაინას აქვს პრინციპი: ,,არაფერი უკრაინის შესახებ უკრაინის გარეშე". საქართველოსაც უნდა ჰქონდეს პრინციპი, არაფერი საქართველოს შესახებ არ უნდა იყოს არსად განხილული საქართველოს გარეშე. სამწუხაროდ, ყველა საერთაშორისო დონეზე, ჩვენ გვესმის, რომ საქართველოზეც არის საუბარი, ჩვენს ნატო-ს პერსპექტივებზეც არის საუბარი, ამ მოლაპარაკებებში საქართველო არ არის წარმოდგენილი. ეს არის ყველაზე დიდი საფრთხე, რაც დღეს ჩვენს ქვეყანას აქვს და ამისთვის უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ გამოვაფხიზლოთ ,,ქართული ოცნება", რომელიც ხელისუფლებაშია. სწორედ ამიტომ, დღეს წარვადგინეთ რეზოლუციის პროექტი, რომელშიც არის კონკრეტული სამოქმედო გეგმა", - განაცხადა ვაშაძემ.

 

amo მე კი მგონია პირიქით.
3 წლის უკან