საკმაოდ შთამბეჭდავია ის მონაცემები, რომელიც თუნდაც გასული წლის განმავლობაში გვქონდა საქართველოს გენერალური პროკურატურის სპეციალიზებულ დანაყოფს. ამ დანაყოფის მიერ 2021-2022 წლებში დაახლოებით 60-მდე პირი მიეცა სისხლის სამართლის პასუხისგებაში, - ამის შესახებ პროკურორმა, ამირან გულუაშვილმა „ ქრონიკაში“ განაცხადა.
მისივე თქმით, ფულის გათეთრებისთვის რამდენიმე ათეული იურიდიული პირია, რომელთა მიმართაც სისხლის სამართლებრივი ღონისძიებები წარმატებით განორციელდა.
„მათ მიმართ დაიწყო სისხლის სამართლებრივი დევნა. თუნდაც აღსანიშნავია, მიმდინარე წლის იანვრის პირველ სამ კვირაში მიღწეული შედეგი - სისხლის სამართლის საქმეზე 12 იურიდიული პირის მიმართს სისხლის სამართლებრივი დევნა განხორციელდა“, - განაცხადა პროკურორმა.
ევროპის საბჭომ ფულის გათეთრების დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში ქართული სამართალდამცავი უწყებების ეფექტიანობას მორიგი პოზიტიური შეფასება მიანიჭა. როგორც შეფასებაშია აღნიშნული, სამართალდამცავი უწყებები, განსაკუთრებით კი საქართველოს გენერალური პროკურატურის სპეციალიზებული დანაყოფი, ეფექტიანად იძიებს ფულის გათეთრების პოტენციურ დანაშაულებს ფართო საგამოძიებო ტექნიკის გამოყენებით.