პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, უკრაინის ტერიტორიული მთლიანიბისა და სუვერენიტეტისადმი საქართველოს მხარდაჭერა ურყევია.
მისივე თქმით, არანაირი კითხვის ნიშნები არ არსებობს, საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას.
„ჩვენ ყველამ მაქსიმალური ძალისხმევა უნდა გავიღოთ, რათა უკრაინაში არ მოხდეს ხელახალი ომი, იქიდან გამომდინარე, რომ ეს ძალიან მძიმე შედეგებს მოიტანს მთელი შავი ზღვის რეგიონისთვის, მათ შორის საქართველოსთვის. ამ შემთხევაში არანაირი ორაზროვნება და არანაირი კითხვის ნიშნები არ არსებობს, საქართველო ძალიან მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას", - აღნიშნა ნიკლოზ სამხარაძემ.