ის, რომ დადებითობის მაჩვენებელი მაღალია, მიუთითებს იმაზე, რომ შემთხვევების გამოვლენილი ნაწილი არ არის რული სურათი იმ ეპიდემიისა, რაც დღეს გვაქვს. ისევე როგორც ყველა სხვა ქვეყანაში, რომელმაც გამოიარა ეს ეტაპი, შემთხვევების ნაწილი გამოუვლენელი რჩება, - ამის შესახებ თამარ გაბუნიამ „ქრონიკაში“ განაცხადა. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის აღნიშნა, რომ „ომიკრონის“ სწრაფი გავრცელების ტემპი აშკარაა და დამსაქმებლებს მოუწოდა შეძლებისდაგვარად მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადავიდნენ.
„მთავარი არის ის, რომ თუ ადამიანი სიმპტომურია, მოერიდოს სამსახურში სიარულს და ამ შემთხვევაში ონლაინ რეჟიმზე გადასვლა, სადაც ეს შესაძლებელია, იქნება დაზღვევის ერთ-ერთი საშუალება. ასევე მთავარია, ბიზნეს-სფეროში დაცვის საშუალებების ზედმიწევნით ზუსტად გამოყენება - პირბადე ისევ კარგად მუშაობს, ხელის ჰიგიენა და ა.შ.“, - განაცხადა გაბუნიამ.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 059 392 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 967 585, გარდაიცვალა 14 732 პაციენტი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, „სინოვაკით“ იმუნიზაცია კი 24 მაისიდან.