დევი ტაბიძე: გაზაფხულზე აუცილებლად გამოჩნდება კიდევ ერთი ვირუსი და ის უკვე შეიძლება პანდემიის დამასრულებელი იყოს

დევი ტაბიძე: გაზაფხულზე აუცილებლად გამოჩნდება კიდევ ერთი ვირუსი და ის უკვე შეიძლება პანდემიის დამასრულებელი იყოს

ქვეყანაში ეპიდვითარება მძიმდება. მიუხედავად ომიკრონის მსუბუქი მიმდინარეობისა, ეპიდემიოლოგები მოსალოდნელ საფრთხეებს მაინც ხედავენ და ამბობენ, რომ ომიკრონი არ არის ბოლო შტამი, რომელიც მსოფლიოში დომინანტურია.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში მოსახლეობას კიდევ ერთხელ აფრთხილებს, თავი შეიკავონ თვითნებური მკურნალობისგან და ექიმის დანიშნულების გარეშე ანტიბიოტიკები არ მიიღონ, ვინაიდან ეს საფრთხის შემცველია.

"გაზაფხულზე აუცილებლად გამოჩნდება კიდევ ერთი ვირუსი, რომელსაც მთელი ევროპა და დასავლეთი წინასწარმეტყველებს და ის უკვე შეიძლება გამოჩნდეს როგორც დამასრულებელი.

დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე გვექნება მაღალი დასნებოვნების ხარისხი, მაგრამ არ იქნება სირთულე. მაღალი სიცხის დროს მხოლოდ და მხოლოდ რეკომენდებულია სიცხის დამწევები და არავითარ შემთხვევაში თვითმკურნალობა. ექიმის დანიშნულების გარეშე ანტიბიოტიკების მიღება არის სახიფათო," - განაცხადა დევი ტაბიძემ.

ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი, მედიცინის აკადემიური დოქტორი მაკა ბულეიშვილი კი ამბობს, რომ მოქალაქეების დიდი რაოდენობით ინფიცირების შემთხვევაში, შესაძლოა, ჰოსპიტალურ სექტორს პრობლემები შეექმნეს.