კახა კალაძე:  უკრაინას ჰქონდა, აქვს და ექნება ჩვენი მხარდაჭერა - საგარეო საქმეთა მინისტრმა გააკეთა განცხადება და შეგიძლიათ ამით იხელმძღვანელოთ

კახა კალაძე: უკრაინას ჰქონდა, აქვს და ექნება ჩვენი მხარდაჭერა - საგარეო საქმეთა მინისტრმა გააკეთა განცხადება და შეგიძლიათ ამით იხელმძღვანელოთ

უკრაინას და უკრაინელ ხალხს ჩვენი მხრიდან ყოველთვის აქვს მხარდაჭერა. ყოველთვის ჰქონდა, აქვს და ექნება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას განაცხადა.

ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვაზე, თუ რატომ არ გაავრცელა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა უკრაინის მხარდამჭერი ოფიციალური განცხადება, კახა კალაძე პასუხობს, რომ საკითხზე საგარეო საქმეთა მინისტრმა განცხადება უკვე გააკეთა.

„საგარეო საქმეთა მინისტრმა გააკეთა განცხადება და შეგიძლიათ იხელმძღვანელოთ ამით,“ - განაცხადა კახა კალაძემ.