ნიკოლოზ გამყრელიძე: თურქეთის აღიარებითი ქვეყნების სიაში ჩასმა არის ძალიან მნიშვნელოვანი და პოზიტიური გადაწყვეტილება

ნიკოლოზ გამყრელიძე: თურქეთის აღიარებითი ქვეყნების სიაში ჩასმა არის ძალიან მნიშვნელოვანი და პოზიტიური გადაწყვეტილება

თურქული სამედიცინო ბაზრის გახსნის შემდეგ სააფთიაქო ქსელებმა თურქულ მხარესთან მოლაპარაკებები უკვე დაიწყეს. საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის პრეზიდენტი ნიკოლოზ გამყრელიძე ვარაუდობს, რომ ბაზრის სიკეთით სარგებლობას ქვეყნის მოსახლეობა სადღაც თვენახევარში შეძლებს.

„თურქეთის აღიარებითი ქვეყნების სიაში ჩასმა არის ძალიან მნიშვნელოვანი და პოზიტიური გადაწყვეტილება. ეს ნიშნავს იმას, რომ ფაქტობრივად თურქეთისთვის ექსკლუზიურად მიწოდებული ფასით შევძლებთ რაღაც დონეზე სარგებლობას. მოლოდინი გვაქვს, რომ მედიკამენტების საკმაოდ მნიშვნელოვან პოზიციებზე ფასები მნიშვნელოვნად შემცირდება.

მთავრობის გადაწყვეტილებით, 17 იანვრიდან თურქეთის ბაზარი გაიხსნა და საქართველოში მაღალი ხარისხის მედიკამენტების შემოტანა დაიწყება.