კახა კალაძე: ძალიან მნიშვნელოვანია ის განვითარება, როგორიც პარტია „ქართულ ოცნებას“ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით აქვს

კახა კალაძე: ძალიან მნიშვნელოვანია ის განვითარება, როგორიც პარტია „ქართულ ოცნებას“ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით აქვს

ძალიან მნიშვნელოვანია ის განვითარება, როგორიც პარტიას ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით აქვს, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა და დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ „იმედის კვირას“ განუცხადა.

მისი თქმით, პარტიაში ირაკლი კობახიძის როლი პარტიაში ძალიან მნიშვნელოვანია.

„ირაკლი კობახიძის როლი პარტიაში ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან მნიშვნელოვანია ის განვითარება, რომელიც პარტიას მისი ხელმძღვანელობით აქვს. ირაკლი ძალიან განათლებული, ძალიან ძლიერი პოლიტიკოსი, ძლიერი კონსტიტუციონალისტია.

მთავარი ადამიანობაა და მერე მოდის პროფესია. ძალიან კარგი ადამიანია. ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ ჩემი მეგობარია და ჩვენ წლებია, ვმეგობრობთ“, - განაცხადა კალაძემ.