გიორგი ხელაშვილი: ვართ ძალიან მჭიდრო კომუნიკაციაში უკრაინის ხელისუფლებასთან, როგორც ყოველთვის, მაგრამ ახლა განსაკუთრებით

გიორგი ხელაშვილი: ვართ ძალიან მჭიდრო კომუნიკაციაში უკრაინის ხელისუფლებასთან, როგორც ყოველთვის, მაგრამ ახლა განსაკუთრებით

ძალიან ბევრია დამოკიდებული ნატოზე - რა გადაწყვეტილებას მიიღებს, რამდენად ერთიანი ფრონტით გამოვა რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ, - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ უკრაინის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას განაცხადა. გიორგი ხელაშვილის თქმით, საქართველოს მთავრობა მჭიდრო კომუნიკაციაშია უკრაინელ კოლეგებთან.

„საქართველოს მხრიდან იდგმება ზუსტად ის ნაბიჯები, რომლებიც უნდა გადაიდგას. ასევე, ვემზადებით ნატოს მადრიდის სამიტისთვის. თუმცა, იმედი გვაქვს, რომ ეს არ იქნება ნატოს ერთ-ერთი რიგითი სამიტი, არამედ აქ შეიძლება თვითონ ნატოს შიგნით მოხდეს გარდატეხა. ამის დიდი იმედი გვაქვს. მით უმეტეს, რომ რუსეთმა იმის საპირისპირო გამოიწვია, რაც უნდოდა - უფრო შეაკავშირა დასავლეთი. ჩვენ ვართ ძალიან მჭიდრო კომუნიკაციაში უკრაინის ხელისუფლებასთან, როგორც ყოველთვის, მაგრამ ახლა განსაკუთრებით. ყველა იმ ნაბიჯს, რომელიც გადადგმული იქნება დასავლეთიდან უკრაინის დასახმარებლად, საქართველოს მთავრობა, რა თქმა უნდა, ადეკვატურად უპასუხებს“, - განაცხადა ხელაშვილმა.