დავით სერგეენკო: ამ წლების განმავლობაში დევნილების საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე დაახლოებით 800 მილიონი არის დახარჯული

დავით სერგეენკო: ამ წლების განმავლობაში დევნილების საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე დაახლოებით 800 მილიონი არის დახარჯული

პარლამენტის ვიცესპიკერის, დავით სერგეენკოს განცხადებით, დევნილების საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე დაახლოებით 800 მილიონი არის დახარჯული, თუმცა იმისათვის, რომ მთლიანად, სისტემურად მოგვარდეს ეს საკითხი, საჭიროა დამატებით 1,5 მილიარდი ლარი.

„მინდა ჩემი გულწრფელი სამძიმარი გამოვხატო გარდაცვლილი ადამიანის ოჯახის წევრებისა და ახლობლებისადმი. ეს მართლაც დიდი ტრაგედიაა და ამ დღეებში რთულია ბიუჯეტსა და სტატისტიკაზე საუბარი, თუმცა საკითხი არის აქტუალური და მხოლოდ რამდენიმე მონაცემს გაგიზიარებთ. ჯამურად თუ ავიღებთ, ამ წლების განმავლობაში დაახლოებით 800 მილიონი არის დახარჯული საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე, თუმცა იმისათვის, რომ დევნილებს მთლიანად, სისტემურად მოუგვარდეთ ეს საკითხი, საჭიროა დამატებით 1,5 მილიარდი ლარი. ნამდვილად მჯერა, რომ უახლოესი თვეების განმავლობაში ამის გაკეთება შესაძლებელი იქნება“, - აცხადებს დავით სერგეენკო.