ალეკო ელისაშვილი: სააკაშვილთან დაკავშირებული ყველაფერი კომიკური ხდება

ალეკო ელისაშვილი: სააკაშვილთან დაკავშირებული ყველაფერი კომიკური ხდება

სააკაშვილმა დიდი პარტია წააგო. მას ეგონა, რომ განუბაჟებლად და არაჟნის ყუთებით რომ შემოვიდოდა, მართლა ეგონა, რომ რევოლუციას მოაწყობდა, - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ თავმჯდომარემ, ალეკო ელისაშვილმა „იმედის კვირას“ განუცხადა.

„როდესაც შენი ამოცანა და მისია მარტო ის არის, „არიქა ციხიდან გამომიყვანეთ და ამისთვის გააკეთეთ ყველაფერი“, ვიღებთ იმას, რომ თანდათან სააკაშვილთან დაკავშირებული ყველაფერი კომიკური ხდება“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მსჯავრდებული, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოს საზღვრის უკანონო გადაკვეთის, ორგანიზებული ჯგუფის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანისა და მძიმე დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 344-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 375-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს. ბინის მეპატრონეს, სადაც მიხეილ სააკაშვილი იმყოფებოდა, საქართველოს პროკურატურამ ბრალი 3 ოქტომბერს წარუდგინა, შემდეგ კი ელგუჯა ცომაიას აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა. 4 ოქტომბერს პოლიციამ, მიხეილ სააკაშვილის საქმის გამოძიების ფარგლებში, დანაშაულის დაფარვის ბრალდებით კიდევ 2 პირი დააკავა. სახელმწიფო ბრალდების მიერ, ლორთქიფანიძის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.