ლევან ნიკოლეიშვილი: ვახო სანაია ერთ-ერთი პირველი იყო იმ მშიერმუცელა მონების რიგში, კეზერაშვილმა ქვეყნის ნაძარცვი ფულით რომ დაიმონა 

ლევან ნიკოლეიშვილი: ვახო სანაია ერთ-ერთი პირველი იყო იმ მშიერმუცელა მონების რიგში, კეზერაშვილმა ქვეყნის ნაძარცვი ფულით რომ დაიმონა 

,,ნეტა რას გიხდიან ამდენს, მთელი ქვეყნის საგინებლად რომ გაიხადე თავი და მისხალ ადგილსაც აღარ ტოვებ, ვინმემ რომ შეგიბრალოს.” - ასე ეხმიანება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი ვახო სანაის facebook სტატუს. 

როგორც ნიკოლეიშვილი წერს, სანაია ერთ-ერთი პირველი ჟურნალისტი იყო ვინც დავთაცვის ყოფილმა მინისტრმა დავით კეზერაშვილმა ნაძარცვი ფულით დაიმონა. 

,,ვახო სანაია ერთ-ერთი პირველი იყო იმ მშიერმუცელა მონების რიგში, კეზერაშვილმა ქვეყნის ნაძარცვი ფულით რომ დაიმონა და ახლა, ლაგამამოდებულს, რასაც უნდა იმად ალაპარაკებს. ნეტა რას გიხდიან ამდენს, მთელი ქვეყნის საგინებლად რომ გაიხადე თავი და მისხალ ადგილსაც აღარ ტოვებ, ვინმემ რომ შეგიბრალოს. შენ ხარ სახე სამაგალითო მონობის.” - წერს ნიკოლეიშვილი facebook -ზე.