შალვა პაპუაშვილი: ვხედავთ, რომ ზოგიერთი პარტია და ორგანიზაცია ცდილობს ცესკოს წევრების არჩევის პროცესის დისკრედიტაციას და უნდობლობას უცხადებენ საქართველოს პრეზიდენტს, რაც მიუღებელია

შალვა პაპუაშვილი: ვხედავთ, რომ ზოგიერთი პარტია და ორგანიზაცია ცდილობს ცესკოს წევრების არჩევის პროცესის დისკრედიტაციას და უნდობლობას უცხადებენ საქართველოს პრეზიდენტს, რაც მიუღებელია

მიუღებელია, რომ ორგანიზაციები თუ პარტიები, რომლებსაც აქვთ პრეტენზია იყვნენ დემოკრატიული პროცესის მონაწილე, ახდენენ ცესკოს თავმჯდომარის თუ წევრების არჩევის პროცესის და მეორე მხრივ, სახელმწიფო ინსტიტუტების, მათ შორის, პრეზიდენტის ინსტიტუტის დისკრედიტაციას,- ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ საარჩევნო რეფორმის ფარგლებში ცესკოს წევრების არჩევის პროცესზე ოპოზიციაც და არასამთავრობო ორგანიზაციებიც შეთანხმდნენ.

„ცესკოს წევრებისა და თავმჯდომარის არჩევის პროცესი გახლავთ საარჩევნო რეფორმის შედეგად შეთანხმებული პროცედურა, რომელიც თითქმის სრული კონსენსუსით შეთანხმდა როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების, ასევე ოპოზიციური პარტიების მონაწილეობით. ახლა ჩვენ ვხედავთ, რომ ზოგიერთი პარტია და ორგანიზაცია ცდილობს ამ პროცესის დისკრედიტაციას და საბოლოო ჯამში, ისინი უნდობლობას უცხადებენ არა პროცესს ზოგადად, არამედ პირდაპირი მანდატის მქონე საქართველოს პრეზიდენტს, რაც მიუღებელია“, - აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე.

საკონკურსო კომისიამ ცესკოს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატებს მოუსმინა. ახლა კომისია კანდიდატებს პრეზიდენტს, პრეზიდენტი კი პარლამენტს წარუდგენს. პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატების სია გამოაქვეყნა.