ანრი ოხანაშვილი: რაც არ უნდა ეცადონ სასამართლოს დისკრედიტაციას, ფაქტები მეტყველებს იმაზე, რომ სასამართლო სისტემა დღეს ბევრად გამჭვირვალეა

ანრი ოხანაშვილი: რაც არ უნდა ეცადონ სასამართლოს დისკრედიტაციას, ფაქტები მეტყველებს იმაზე, რომ სასამართლო სისტემა დღეს ბევრად გამჭვირვალეა

სასამართლო სისტემაზე შტურმი დაიწყო „ნაციონალურმა მოძრაობამ“, მასთან დაახლოებულმა არასამთავრობო სექტორმა და სხვა ჯგუფებმა მას შემდეგ, რაც დაინახეს, რომ ის საჯაროდ ცნობილი ფაქტები - 7 ნოემბრის დარბევა, „იმედში“ შეჭრა“ და ა.შ. დაექვემდებარა სამართლებრივ შეფასებას, - ასე ეხმაურება პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი მიხეილ სააკაშვილის მიერ გუშინდელ პროცესზე სასამართლოს მისამართით გაკეთებულ განცხადებებს.

„რაც არ უნდა ეცადონ სასამართლოს დისკრედიტაციას, ფაქტები მეტყველებს სხვა რამეზე. ფაქტები მეტყველებს იმაზე, რომ სასამართლო სისტემა დღეს არის ბევრად გამჭვირვალე, ბევრად ანგარიშვალდებული საზოგადოების წინაშე, მეტად აღიარებულია საერთაშორისო დონეზე, რომ სასამართლოში პრაქტიკულად არ არის კორუფცია“, - აცხადებს ოხანაშვილი.

13 იანვარს სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონოდ კვეთის საქმეს განიხილა. პროცესს ბრალდებული ყოფილი პრეზიდენტიც დაესწრო და სიტყვით გამოვიდა.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მსჯავრდებული, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოს საზღვრის უკანონო გადაკვეთის, ორგანიზებული ჯგუფის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანისა და მძიმე დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 344-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 375-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს. ბინის მეპატრონეს, სადაც მიხეილ სააკაშვილი იმყოფებოდა, საქართველოს პროკურატურამ ბრალი 3 ოქტომბერს წარუდგინა, შემდეგ კი ელგუჯა ცომაიას აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა. 4 ოქტომბერს პოლიციამ, მიხეილ სააკაშვილის საქმის გამოძიების ფარგლებში, დანაშაულის დაფარვის ბრალდებით კიდევ 2 პირი დააკავა. სახელმწიფო ბრალდების მიერ, ლორთქიფანიძის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.