შალვა პაპუაშვილი: პრეზიდენტმა „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებს ხელი მოაწერა და ზოგიერთი დაინტერესებული მხარის მხრიდან გარკვეულ ისტერიას პასუხი გაეცა

შალვა პაპუაშვილი: პრეზიდენტმა „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებს ხელი მოაწერა და ზოგიერთი დაინტერესებული მხარის მხრიდან გარკვეულ ისტერიას პასუხი გაეცა

„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით პრეზიდენტის გადაწყვეტილებას პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გამოეხმაურა. მისი თქმით, ამ გადაწყვეტილებით ზოგიერთი დაინტერესებული მხარის მხრიდან გარკვეულ ისტერიას პასუხი გაეცა.

„ამ პროცესის განმავლობაში გვესმოდა სხვადასხვა სახის კრიტიკა, მათ შორის, რატომ იყო დაჩქარებული პროცესი. ამასობაში გავიდა ბევრი დრო და იყო საკმაო დრო იმისთვის, რომ თუკი რაიმე კრიტიკული არგუმენტი არსებობდა, გამოთქმულიყო. ყველა არგუმენტი გამოითქვა, ყველა არგუმენტი გავცვალეთ. საბოლოო ჯამში, მშრალი ნაშთი დარჩა ის, რომ ყველა ვთანხმდებით, ინსტიტუციურად ეს იყო სწორი გადაწყვეტილება და რაიმე არსებითი კრიტიკა ამასთან დაკავშირებით არ არსებობს. აქედან არის ნაკარნახევი პრეზიდენტის გადაწყვეტილება. პრეზიდენტმაც მოისმინა რა ყველა ეს მოსაზრება, გამოიტანა საკუთარი გადაწყვეტილება და ხელი მოაწერა ამ კანონს. აქედან გამომდინარე, მთლიანად ამ პროცესს მათ შორის, გარკვეულ ისტერიას ზოგიერთი დაინტერესებული მხარის მხრიდან, გაეცა პასუხი იმით, რომ პრეზიდენტმა ამ დისკუსიის მოსმენის შედეგად ხელი მოაწერა კანონს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პრეზიდენტმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ნაცვლად ახალი სტრუქტურების ჩამოყალიბებას ხელი მოაწერა.