ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ბორის ჯონსონმა უკრაინის გარშემო უსაფრთხოების ვითარება განიხილეს

ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ბორის ჯონსონმა უკრაინის გარშემო უსაფრთხოების ვითარება განიხილეს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დიდი ბრიტანეთის პტრემიერ-მინისტრთან, ბორის ჯონსონთან სატელეფონო საუბარი გამართა.

„ბორის ჯონსონთან ნაყოფიერი საუბარი გვქონდა. უკრაინის გარშემო უსაფრთხოების ვითარება განვიხილეთ. გავცვალეთ მოსაზრებები დეესკალაციის შესაძლო ნაბიჯების შესახებ. ერთად ვმუშაობთ მშვიდობის მისაღწევად. ვაფასებ დიდი ბრიტანეთის მუდმივ მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ“, - დაწერა ვოლოდიმირ ზელენსკიმ Twitter-ზე.