ექსპერტი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს:
"პერიოდულად, კონტრასტის გავლების მიზნით - საფრანგეთის, ყირგიზეთის, სამხრეთ კორეის ექს-პრეზიდენტების, თავის სასამართლო პროცესებზე სიტყვით გამოსვლებიც რომ გვაყურებინოთ? მინდა შევადარო. ჩვენს ექს-პრეზიდენტებთან, პატივისცემის უკანასკნელ წვეთები გვეკარგება ქართველებს და უზომო სირცხვილისა და ნაქები ეროვნული ზეაღმატებული ნიშანთვისებების მიმართ უკიდეგანო იმედგაცრუების გარდა, აღარაფერი გვრჩება.
იმ პირველი პრეზიდენტის გარდა, რომელსაც გაუგონარი თავხედობით ედრება ეს დიდი ალბათობით ფსიქიკურად შეშლილი ადამიანი (?) და ჩვენ (!) გვაბრალებს მის მკვლელობას. მე არ მესმის, რატომ ტკბება ამ მსჯავრდებულის მიერ მიწასთან განადგურებული სასამართლო, ფსიქიატრიის სახელმძღვანელოებში შესატანი ბოდვების მოსმენითა და მათი ლეგალიზაციით. რატომ არ ისმის ლოგიკური, ჰუმანური და კანონიერი მოთხოვნა - სავარაუდოდ მძიმე ავადმყოფ ადამიანს ჩაუტარდეს სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზა.
იმ ადამიანს, ვინც ამ "ტილიან" ქვეყანაში თურმე აბსოლუტურად ყველაფერი ააშენა, ვინც საქართველოს ჰიმნის ტექსტის თანაავტორიც არის, ვინც უკრაინაში მესამე კაცად ყოფნაზე ნებაყოფლობით უარი განაცხადა, ვის გარეშეც საქართველო ნატო-შიც კი არ შეყავთ, ვის ხელშიც საქართველოში ათ მილიარდიანი საინვესტიციო პაკეტის შემოტანაა...მე მართლა მიჭირს ამ ბოდვების დაფრაგმენტება და კიდევ ერთხელ ვუბრუნდები ჩემს რიტორიკულ კითხვას - სავარაუდოდ გენეტიკურად და თანდაყოლილად ფსიქიკურად ავადმყოფ ადამიანს რატომ ვტანჯავთ, ან ჩვენ რატომ ვიტანჯებით დღევანდელის მსგავსი შოუების ყურებით? ეს ხომ ავადმყოფი ადამიანის დაცინვაა"?
თქვენმა განცხადებამ ერთი საუცხოო კომედიური ჟანრის ფილმი, "შავ-ბნელ" ეპოქაში სსრ კავშირის არსებობის დროს გადაღებული "კავკასიის ტყვე ქალი" გამახსენა!!! და რეპლიკა ამ ფილმიდან...
"დიახ, მოკლეს და შემდეგ სადღაც დამარხეს"... "მოათავსეთ იმ პალატაში სადაც ნაპოლეონი ბრძანდება"!