ეს არის ცუგა, რომელიც სააკაშვილის და მისი მხარდამჭერების ხმას ახშობდა – ,,ყოველთვის შედიოდა კადრში და ყეფას იწყებდა”

ეს არის ცუგა, რომელიც სააკაშვილის და მისი მხარდამჭერების ხმას ახშობდა – ,,ყოველთვის შედიოდა კადრში და ყეფას იწყებდა”

მიხეილ სააკაშვილმა, სასამართლო პროცესზე გორის სამხედრო ჰოსპიტალის შენობასთან მცხოვრები მიუსაფარო ძაღლები გაიხსენა. მისი თქმით, ერთ-ერთი ძაღლი მისგან გასული მნახველებისა და მისი ხმის „ჩახშობას“ ცდილობდა.

"მე არ ვიცი, რამ გამახსენა, მაგრამ, რატომღაც გამახსენდა… არავის არ ვგულისხმობ… გორის ჰოსპიტალთან რამდენიმე უპატრონო ძაღლი იყო. რამდენი ჩემგან დეპუტატი, ადვოკატი, ვიღაც გავიდოდა და განცხადებას აკეთებდა, ერთი ძაღლი იყო, ძალიან საყვარელი ცუგა, რომელიც ყოველთვის შედიოდა კადრში და როგორც კი ისინი განცხადებას იწყებდნენ, ის ყეფას იწყებდა. ეს იყო მისი ცხოვრებისეული ფუნქცია, რომ განცხადების გაკეთების საშუალება არ მიეცა.

როცა ახალი წელი მომილოცეს და მე გადავძახე, იქაც იდგა და მახშობდა მე. ყველას სხვადასხვა ფუნქცია აქვს თავის ცხოვრებაში. არ მინდა, ვინმემ თავის თავზე მიიღოს, თუ ვინ არის ეს ცუგა კონკრეტულად. ის სიმპათიური ცუგა იყო", – გაიხსენა მიხეილ სააკაშვილმა.

აღსანიშნავია, გორის ჰოსპიტალთან მართლაც იყო ერთი მიუსაფარი ძაღლი, რომელიც კადრში ხშირად ჩნდებოდა.

 

Maverick "ძაღლმაც კი იცის ვინ არის მიშა!" ანუ იცის რომ არ უნდა უსმინო, არ უნდა აყვე, არ უნდა გაავრცელო! გაიგეთ ყველამ და განსაკუთრებით "ქ ოცნებავ"!

აი ეს იყო ახალი წამოცდენა, თანაც ჭეშმარიტი! მიშმაკის მხრიდან!
3 წლის უკან