ლაშა გეგეჭკორი: „მეშვიდე დღეს მიხეილ სააკაშვილმა დაისვენა“

ლაშა გეგეჭკორი: „მეშვიდე დღეს მიხეილ სააკაშვილმა დაისვენა“

სოციალური ქსელის მომხმარებელი ლაშა გეგეჭკორი პატიმარი ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმად სააკაშვილმა 13 იანვარს გამართულ სასამართლო სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას მოსამართლეს მიმართა და განმარტა, რომ ყველაფერი რაც ამ ქვეყანაშია გაკეთებული და აქამდე არ გააფუჭეს, მისი გაკეთებულია.

„მიხეილ სააკაშვილმა, პირველ დღეს შექმნა - საქართველო; მეორე დღეს - დროშა; მესამე დღეს - სასამართლოს დარბაზი; მეოთხე დღეს - სკამი; მეხუთე დღეს - პატიმრის გალია; მეექვსე დღეს - ტრაილერი; მეშვიდე დღეს - მიხეილმა დაისვენა“, - წერს ლაშა გეგეჭკორი.

ინფორმაციისთვის, 13 იანვარს გამართულ სასამართლო სხდომაზე, იმ დროს, როცა სააკაშვილმა სიტყვით გამოსვლა დაიწყო, მოსამართლემ მას მიმართა და მისკენ შეტრიალება მოსთხოვა, რაზედაც ბრალდებულმა უპასუხა, რომ ის მხოლოდ ქართველ ხალხს მიმართავს, რადგან ამ ხელისუფლების პირობებში სასამართლოს პატივს არ სცემს.

„ეს სხდომის დარბაზი ჩემი აშენებულია, ეს დროშა, რომელიც თქვენ უკანაა, ჩემი გაკეთებულია, ეს სკამიც, რომელზეც ზიხართ, ჩემი დადგმულია, ეს აუდიტორიები ჩემი გაკეთებულია და ეს გალიაც, ჩემი აშენებულია. მე სად ვარ, ამის განმარტება თქვენგან არ მჭირდება. ყველაფერი რაც ამ ქვეყანაშია გაკეთებული და აქამდე არ გააფუჭეს, ჩემი გაკეთებულია“, - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა. 

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი 2021 წლის 1-ელ ოქტომბერს დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მსჯავრდებული, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოს საზღვრის უკანონო გადაკვეთის, ორგანიზებული ჯგუფის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანისა და მძიმე დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 344-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 375-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.

ბინის მეპატრონეს, სადაც მიხეილ სააკაშვილი იმყოფებოდა, საქართველოს პროკურატურამ ბრალი 3 ოქტომბერს წარუდგინა, შემდეგ კი ელგუჯა ცომაიას აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა.

4 ოქტომბერს პოლიციამ, მიხეილ სააკაშვილის საქმის გამოძიების ფარგლებში, დანაშაულის დაფარვის ბრალდებით კიდევ 2 პირი დააკავა. 

?„თითზე გადასახვევი არ წამიღია ქვეყნიდან, ყველაფერი გავაკეთე და ახლა ჩემს თვალწინ ინგრევა“ - სააკაშვილი

? „თქვენ ისეთი სასამართლო ხართ, როგორიც მე ასტრონავტი“ - მიხეილ სააკაშვილი მოსამართლეს (ვიდეო)

? „მინდა, განსაკუთრებულად ჭკვიანებს აუდიტორიაში დავუსვა ამოცანა - რატომ ვიმყოფები სასამართლო დარბაზში?“ - მიხეილ სააკაშვილი

? „დავტოვე პენსია - 90 დოლარი, 10 წლის თავზე პენსია არის 77 დოლარი“ - მიხეილ სააკაშვილი

? „ჩემ დროს დენი მაქსიმუმ 11 თეთრი ღირდა და დაგინებული ჰქონდათ, რომ ფასს გაანახევრებდნენ“ - მიხეილ სააკაშვილი