ნიკოლოზ სამხარაძე: „წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდაო“, ასეა მიხეილ სააკაშვილის განცხადებები

ნიკოლოზ სამხარაძე: „წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდაო“, ასეა მიხეილ სააკაშვილის განცხადებები

მიხეილ სააკაშვილი რის დასასრულზე საუბრობს, თავისი პოლიტიკური კარიერის?, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ სააკაშვილის განცხადების შეფასებისას აღნიშნა.

„მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური კარიერის დასასრულს ვგრძნობ, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას კი, 2024 წლის ოქტომბრამდე მიცემული აქვს ხალხის მიერ მიცემული მანდატი, 2024 წლის შემდეგ ვნახოთ. ქართული ანდაზა ხომ იცით, „წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდაო“, ასეა მისი განცხადებაც. რაც შეეხება სააკაშვილის განცხადებას, რომ ოპოზიციამ არჩევნები მისი საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ მოიგო, არ ვიცი, რა ჰქვია ამას – ეს არის ალტერნატიული რეალობის შექმნა, რაღაც მითებსა და ზღაპრებში ცხოვრება. ეს ყველაფერი მარტივად დათვლადია, სად მოიგეს და სად – არა. 63 ოლქში წააგეს, ერთ ოლქში მოიგეს. მათემატიკა ზუსტი რიცხვებია“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.