მიხეილ სარჯველაძე ხაზარაძის, ჯაფარიძისა და წერეთლის საქმეზე: ფაქტი, რომ დანაშაულის ჩადენას ადგილი ჰქონდა - დადასტურდა

მიხეილ სარჯველაძე ხაზარაძის, ჯაფარიძისა და წერეთლის საქმეზე: ფაქტი, რომ დანაშაულის ჩადენას ადგილი ჰქონდა - დადასტურდა

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის საქმეზე სპეკულაციებს ყველანაირი საფუძველი გამოეცალა და ოპონენტების მხრიდან პოლიტიკურ დევნასა და პოლიტიკურ მოტივაციაზე საუბრის არანაირი მიზეზი არ არსებობს.

„ვისმენდით უსაფუძვლო ბრალდებებს ხელისუფლების მიმართ, რომ ეს იყო თითქოს და პოლიტიკური დევნა. ეს არ იყო პოლიტიკური დევნა. ფაქტი, რომ დანაშაულის ჩადენას ადგილი ჰქონდა - დადასტურდა. რაც შეეხება საკითხს, თუ რა ჰქვია ამ დანაშაულს? – ეს არის თაღლითობა, ფულის გათეთრება, თუ სხვა რამ, ამაზე დისკუსია როგორც ჩანს გაგრძელდება, რადგან პროკურატურა და დაცვის მხარეც ამის გასაჩივრებას აპირებს“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელი სასამართლომ თაღლითობაში დამნაშავედ ცნო, თუმცა საპატიმრო სასჯელისგან გაათავისუფლა.