თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონოდ კვეთის საქმე განიხილება, ბრალდებული მოსამართლის შენიშვნამ გააღიზიანა. მოსამართლემ მას წესრიგისკენ მოუწოდა და განუმარტა, რომ სასამართლო სხდომაზე იმყოფება.
„ჩემთვის საერთოდ არავინ არ ხართ. მე მივმართავ ქართველ ხალხს, რომლის წინაშეც აქ წარვდექი და ვერავინ ვერ გამაწყვეტინებს. თუ გამაწყვეტინებთ, ქართველი ხალხი გაგცემთ პასუხს.მე სად ვბრძანდები ძალიან კარგად ვიცი - ეს დარბაზი ჩემი აშენებულია; დროშა, რომელიც თქვენს უკან არის, ჩემი გაკეთებულია; ეს სკამი, რომელზეც ზიხართ, ჩემი დადგმულია; ეს აუდიტორიაც ჩემი გაკეთებულია, ეს გალიაც ჩემი აშენებულია. მე სად ვარ, თქვენი ახსნა-განმარტება არ მჭირდება“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონოდ კვეთის საქმის განხილვა მიმდინარეობს.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მსჯავრდებული, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოს საზღვრის უკანონო გადაკვეთის, ორგანიზებული ჯგუფის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანისა და მძიმე დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 344-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 375-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს. ბინის მეპატრონეს, სადაც მიხეილ სააკაშვილი იმყოფებოდა, საქართველოს პროკურატურამ ბრალი 3 ოქტომბერს წარუდგინა, შემდეგ კი ელგუჯა ცომაიას აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა. 4 ოქტომბერს პოლიციამ, მიხეილ სააკაშვილის საქმის გამოძიების ფარგლებში, დანაშაულის დაფარვის ბრალდებით კიდევ 2 პირი დააკავა. სახელმწიფო ბრალდების მიერ, ლორთქიფანიძის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე