კრუასანი ნუშით

კრუასანი ნუშით

ინგრედიენტები

2   ფენა გაყინული ფენოვანი ცომი

1/4  ჭიქა დაჭრილი უმარილო კარაქი

1   ცალი კვერცხი

1/2  ჭიქა შაქარი

1/2  ჭიქა წყალი

1   ჩ/კ ნუშის ექსტრაქტი

1/3  ჭიქა დაჭრილი ნუში

შაქრის პუდრა

მომზადებ

წინასწარ გააცხელეთ ღუმელი 220 C-ზე. პერგამენტის ქაღალდი დააფინეთ საცხობ ლანგარზე.

დარწმუნდით, რომ ცომი ბოლომდე გალღვა. აიღეთ ცომის ერთი ფენა, დაადეთ კარაქის ნაჭრები და დააფარეთ მეორე ფენა. გამოიყენეთ ხის საბრტყელებელი და ცომი რაც შეიძლება დიდ, თხელ მართკუთხედად გააბრტყელეთ (დაახლოებით, ისე, რომ ზომაში გაორმაგდეს). ცომი ფრთხილად და ნაზად გააბრტყელეთ, რადგანაც შეიძლება ადვილად გაიხეს. თუ ცომის ამგვარად გაბრტყელება დაგეზარებათ, შეგიძლიათ მარტივად გააბრტყელოთ ცომის ერთი ფენა, დაჭრათ სამკუთხედებად და თითოეული ნაჭერი კიდევ გააბრტყელოთ.

ცომი, დიდ მართკუთხედად გაბრტყელების შემდეგ, დანით სამკუთხედებად დაჭერით (კიდიდან–კიდემდე). თითოეული სამკუთხედი განიერი კიდიდან კრუასანის ფორმით გადაახვიეთ. მოათავსეთ საცხობ ლანგარზე.

თითოეულ კრუასანს 1 ჩ/კ წყალთან ერთად ათქვეფილი კვერცხი გადაუსვით. შედგით ღუმელში 20 წუთით.

სანამ კრუასანები ცხვება, შაქარი და წყალი გააცხელეთ საშუალო ტემპერატურაზე, ურიეთ მუდმივად, შაქრის გადმობამდე. გადმოდგით, გააცივეთ და შეურიეთ ნუშის ექსტრაქტი.

20 წუთის შემდეგ, გამოიღეთ კრუასანები და გადაუსვით ნუშის სიროფი, შემდეგ დაჭრილი ნუში მოაყარეთ ცომს, ისე რომ მიეკრას. კრუასანები ისევ ღუმელში შედგით და აცხვეთ 5–10 წუთით, გადაიბრაწვამდე და ნუშის მოხალვამდე. კრუასანებს ფრთხილად გადააფარეთ ფოლგა, რათა არ დაიწვას და აცხვეთ კიდევ 10 წუთით. დარწმუნდით, რომ შუაგული კარგად გამოცხვა. შეგიძლიათ, ერთი ცალი გაჭრათ, რომ ნახოთ მზადაა თუ არა. თუ შუაგული გამოუმცხვარია, შეაბრუნეთ ღუმელში კიდევ 5 წუთით (თავზე ისევ გადააფარეთ ფოლგა).

გააცივეთ კრუასანები და მოაყარეთ შაქრის პუდრა. გემრიელად მიირთვით!