თამარ გაბუნია: პოლიტიკური ხედვა, მენეჯმენტის გამოცდილება - მსგავსი უნარ-ჩვევები ჯანდაცვის მინისტრს ნამდვილად აქვს, ამდენად, მოლოდინი არის მხოლოდ პოზიტიური

თამარ გაბუნია: პოლიტიკური ხედვა, მენეჯმენტის გამოცდილება - მსგავსი უნარ-ჩვევები ჯანდაცვის მინისტრს ნამდვილად აქვს, ამდენად, მოლოდინი არის მხოლოდ პოზიტიური

ჯანდაცვის სამინისტრო საქართველოში მართავს ოთხ დიდ მიმართულებას, რომელშიც შედის ჯანდაცვას, სოციალური მიმართუალება, დასაქმება, დევნილთა განსახლება. ამ შემთხვევაში ძალიან რთულია მოვითხოვოთ ოთხივე მიმართულებით ღრმა ტექნიკური ექსპერტიზა რომელიმე მინისტრისგან, - ასე უპასუხა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ ჟურნალისტის კითხვას, - რამდენად გაართმევს თავს ზურაბ აზარაშვილი ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობას, ვინაიდან ის ჯანდაცვის სფეროსთან პროფესიული თვალსაზრისით ახლოს არ არის.

„ამდენად, მინისტრის მთავარი სიძლიერე ამ შემთხვევაში არის - პოლიტიკური ხედვა, მენეჯმენტის გამოცდილება და უნარ-ჩვევები და ასევე ის, რომ ასეთ დიდ უწყებას მან გაუწიოს სათანადო ხელმძღვანელობა.
ვფიქრობთ, მსგავსი უნარ-ჩვევები და გამოცდილება მინისტრს ნამდვილად აქვს, ამდენად, მოლოდინი არის მხოლოდ პოზიტიური“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ჯანდაცვის ახალი მინისტრი მუშაობას 30 დეკემბრიდან შეუდგება.