იანვრის თვეში გაგრძელდება პროგრამა, რომელიც გულისხმობს 200-ლარიან წახალისებას 60 წელს ზემოთ პირებისთვის, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„აქვე კიდევ ერთი სიახლეა - ასაკობრივი ზღვარი დაიწევს 50 წლამდე“, - აღნიშნა ღიბრაძემ.
აქამდე, 200-ლარიან წახალისებას მხოლოდ 60 წელს გადაცილებული ადამიანები ღებულობდნენ.