ნიკოლოზ სამხარაძე: რეალურად არ ხდება რამე სამსახურის ლიკვიდაცია და ეს კანონპროექტი ითვალისწინებს ორი ახალი სამსახურის შექმნას, როგორც ეს არის ყველა ევროპულ სახელმწიფოში

ნიკოლოზ სამხარაძე: რეალურად არ ხდება რამე სამსახურის ლიკვიდაცია და ეს კანონპროექტი ითვალისწინებს ორი ახალი სამსახურის შექმნას, როგორც ეს არის ყველა ევროპულ სახელმწიფოში

რეალურად არ ხდება რამე სამსახურის ლიკვიდაცია და ეს კანონპროექტი ითვალისწინებს ორი ახალი სამსახურის შექმნას, როგორც ეს არის ყველა ევროპულ სახელმწიფოში, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, საგამოძიებო სამსახური უფრო მეტად აღიჭურვება დამატებითი ფუნქციებითა და მოვალეობებით.

„კელი დეგნანთან ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი დისკუსია გვქონდა. მას ჰქონდა კონკრეტული კითხვები სახელმწიფო ინსპექტორის კანონპროექტთან დაკავშირებით. ჩვენ ვუთხარით მას, რომ რეალურად აქ არ ხდება რამე სამსახურის ლიკვიდაცია და ეს ითვალისწინებს ორი ახალი სამსახურის შექმნას, როგორც ეს არის ყველა ევროპულ სახელმწიფოში. იქნება ცალკე პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური და ცალკე - საგამოძიებო სამსახური, რომელიც უფრო მეტად აღიჭურვება დამატებითი ფუნქციებითა და მოვალეობებით“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.