უქმე დღეებთან დაკავშირებით ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის განცხადება

უქმე დღეებთან დაკავშირებით ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის განცხადება

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გაცნობებთ, რომ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 24 დეკემბრის N608 დადგენილების გათვალისწინებით, 2022 წლის 3 იანვრიდან  6 იანვრის ჩათვლით დღეებში და 8 – 9 იანვარს გაფორმების ეკონომიკური ზონები, საბაჟო გამშვები პუნქტები, ასევე, გაფორმების განყოფილებები და საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველო, ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ  საქმიანობას. 

სამუშაო დროს გაწეული მომსახურებისთვის, საქართველოს მთავრობის N96-ე დადგენილებით განსაზღვრული ტარიფების გაორმაგება არ მოხდება. 

2022 წლის 1 იანვრიდან 9 იანვრის ჩათვლით პერიოდში არ იმუშავებენ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის სერვისცენტრები. 

გთხოვთ, აღნიშნული გაითვალისწინოთ სერვისებით (მ.შ. ელექტრონული) სარგებლობისას.
ამასთან, 2022 წლის 3 იანვრიდან  6 იანვრის ჩათვლით,  სასურველი ინფორმაციის მისაღებად, 09:00 საათიდან - 18:00 საათამდე, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ საინფორმაციო საკონსულტაციო ცენტრს - 2 299 299 ან ისარგებლოთ RS ჩათის მეშვეობით ან მოგვწეროთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე info@rs.ge