ქვეყანა დამშვიდდა, დაწყნარდა. გვაქვს ძალიან კარგი სასტარტო პირობები, იმისთვის, რომ გაცილებით ძლიერი, წარმატებული იყოს 2022 წელი. შემდგომი 3 წელი, სანამ არჩევნები ჩატარდება, უნდა იყო აღმშენებლობის, განვითარების, კეთილდღეობის მომტანი, მშვიდობის, სტაბილურობის წლები, - ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა გადაცემაში „პირისპირ“ განაცხადა. პრემიერ-მინისტრმა 2021 წელს განვითარებული მოვლენებიც შეაჯამა.
„შემიძლია თამამად ვთქვა, რომ წარმატებული წელი გვქონდა. ეს წელი შედგა. რამდენიმე ძირითად მიღწევას გამოვყოფდი. პირველი იყო წლის დასაწყისში არსებული ვითარება, ეპიდსიტუაცია, ვაქცინების არ არსებობა, ეკონომიკური სიტუაცია, რომელიც მინუსებში იყო და არასტაბილური პოლიტიკური სიტუაცია - პარლამენტი იყო პარალიზებული, ქვეყანა იყო მუდმივი საბოტაჟის წინაშე - არჩევნები, ეს გამოცხადებული რეფერენდუმი. დღეს თუ შევაფასებთ სად ვართ და კიდევ ერთხელ შევაფასებთ როგორ გავიარეთ ეს პერიოდი, ალბათ არ გადავაჭარბებ, თუ ვიტყვი, რომ მართლა წარმატებულ წელი იყო“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.