ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი 2007 წლიდან 2012 წლის ჩათვლით სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ხელმძღვანელის ლონდა თოლორაიას სამუშაო აღწერას აქვეყნებს.
„11.2012-12.2012 - საქართველოს მთავარი პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობის დეპარტამენტის ანალიტიკური სამმართველოს უფროსი პროკურორი, საქართველოს მთავარი პროკურატურა.
12.2010-11.2012 - საქართველოს მთავარი პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობის დეპარტამენტის შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის ტერიტორიულ ორგანოებში საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამმართველოს უფროსი, საქართველოს მთავარი პროკურატურა.
02.2010-12.2010 - საქართველოს მთავარი პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობის დეპარტამენტის შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის ტერიტორიულ ორგანოებში საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამმართველოს პროკურორი, საქართველოს მთავარი პროკურატურა.
08.2009-02.2010 - საქართველოს მთავარი პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობის დეპარტამენტის ანალიტიკური სამმართველოს პროკურორი, საქართველოს მთავარი პროკურატურა.
01.2009 - 08.2009 - ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორი, გენერალური პროკურატურა.
11.2007 - 11.2008 - ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორი, გენერალური პროკურატურა.
გამოიცანით ეს ვისი cv გახლავთ? ლონდა თოლორაია! „ოცნება“, შენ რა გითხარი, ადეიშვილის კადრი რომ შეინარჩუნე და მერე დააწინაურე! ახია! სასწრაფოდ მოაცილეთ ეს ჯალათი სტრუქტურას!“, - წერს ლევან ნიკოლეიშვილი.