დავით ქართველიშვილი: გიგი უგულავამ გიორგი ამილახვარი აუგად მოიხსენია. ახლა ვეკითხები უგულავას - შენ რა განათლება გაქვს? ბიუჯეტიდან ფულის მოპარვა კი იცი ოსტატურად, სხვა რა გითხრა

დავით ქართველიშვილი: გიგი უგულავამ გიორგი ამილახვარი აუგად მოიხსენია. ახლა ვეკითხები უგულავას - შენ რა განათლება გაქვს? ბიუჯეტიდან ფულის მოპარვა კი იცი ოსტატურად, სხვა რა გითხრა

ექსპერტი დავით ქართველიშვილი გამოეხმაურა გიგი უგულავას შეურაცხმყოფელ განცხადებას გიორგი ამილახვარის მიმართ.

„დღეს ბიუჯეტის ვირთხამ, გიგი უგულავამ განათლების კომიტეტის ახალი თავმჯდომარე, გიორგი ამილახვარი აუგად მოიხსენია. ჯერ რა სიმდაბლეა, რომ გვარს მოიხსენიებ აუგად. მეორე მის განათლებაზე ჰქონია თურმე ამ ქურდბაცაცას კითხვები. არ დამეზარა და ამილახვარის განათლების ისტორია მოვიძიე. 2006 დაწესებულება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სპეციალობა სამართალმცოდნეობა (წარჩინებით) ; მაქს-პლანკის საერთაშორისო კერძო და შედარებითი სამართლის კვლევითი ინსტიტუტი, კვლევითი სტაჟირება, ჰამბურგი, გერმანია 2016 წ. სადისერტაციო თემა ,,საერთაშორისო დოკუმენტური აკრედიტივის სამართლებრივი ბუნება'' აკადემიური წელი ამერიკაში 1999/2000, ალამოს უმაღლესი სკოლა, ტეხასი, აშშ კლინტონ დავის პალასი - ადვოკატები, ადვოკატის თანაშემწე ლონდონი, დიდი ბრიტანეთი - 2004 წ. ქართულ - ამერიკული უნივერსიტეტი- სამართლის დოქტორი (შეფასება magna cum laude); ასოცირებული პროფესორი კავკასიის უნივერსიტეტი; 6 სამეცნიერო სტატიის და 1 მონოგრაფიის ავტორი; 2018 – 2019 საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე. 2015 – 2020 თბილისის ღია უნივერსიტეტის რექტორი. ახლა ვეკითხები ბიუჯეტის ვირთხა უგულავას - შენ რა განათლება გაქვს? ბიუჯეტიდან ფულის მოპარვა კი იცი ოსტატურად, სხვა რა გითხრა...“-წერს ქართველიშვილი Facebook-ზე.