პაატა მანჯგალაძე: დაველოდები ამ აქციის შინაარსს, თუ ის დაბადების დღის მილოცვას ეძღვნება, ამისთვის არსებობს სხვადასხვა ფორმა

პაატა მანჯგალაძე: დაველოდები ამ აქციის შინაარსს, თუ ის დაბადების დღის მილოცვას ეძღვნება, ამისთვის არსებობს სხვადასხვა ფორმა

დაველოდები ამ აქციის შინაარსს, თუ ის დაბადების დღის მილოცვას ეძღვნება, ამისთვის არსებობს სხვადასხვა ფორმა და არ ვფიქრობ, რომ ამისთვის აქციაზე უნდა მივიდე, - ამის შესახებ პარტია “სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა. მისივე თქმით, თუკი აქციაზე პოლიტიკურად მნიშვნელოვანი საკითხები განიხილება, ეს საინტერესო იქნება.

„თუ არის ის საკითხები, რომელზეც მე ვსაუბრობ, დეპოლარიზაციის, პოლიტიკური დევნის დასრულების საკითხი, სასამართლოსა და სამართლიან არჩევნებზე თუ იქნება საუბარი, ჩემთვის საინტერესოა და როგორც ერთი მოქალაქე, აუცილებლად მივალ“,- აღნიშნა პაატა მანჯგალაძემ.

ხვალ, 21 დეკემბერს, „ნაციონალური მოძრაობა“, მიხეილ სააკაშვილის დაბადების დღესთან დაკავშირებით, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, აქციას გამართავს.