ზაალ უდუმაშვილი: პარტია ემზადება იმისთვის, რომ გააკეთოს შეუძლებელი

ზაალ უდუმაშვილი: პარტია ემზადება იმისთვის, რომ გააკეთოს შეუძლებელი

სიმბოლურად, უბრალოდ დაემთხვა მიხეილ სააკაშვილის დაბადების დღეს. ეს იქნება ისეთი აქცია, რომელიც ბევრჯერ გვინახავს, თუმცა ეს იქნება ძალიან ფართომასშტაბიანი აქცია, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა ხვალინდელ საპროტესტო აქციაზე საუბრისას.

„პარტია ემზადება, რომ გააკეთოს შეუძლებელი. ეს ერთ და ორ დღეში არ ხდება ბუნებრივია, ეს არის პოლიტიკური პროცესი, რომელიც უნდა მივიდეს გარკვეულ ფაზამდე, სადაც ჩვენ უკვე უნდა ვაიძულოთ ხელისუფლება ჩვენი მოქმედებებით, რომ გადადგას კონკრეტული ნაბიჯები“, - განაცხადა უდუმაშვილმა.

ზაალ უდუმაშვილი ვარაუდობს, რომ აქციაზე მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრებიც იქნებიან.

ხვალ, 21 დეკემბერს, „ნაციონალური მოძრაობა“ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, აქციას გამართავს.